ზუგდიდში ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს

  • 19 მაისი 16:43

სამართალდამცველებმა ზუგდიდში ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული.


“სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი – გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს”, -აცხადებენ შსს-ში.