მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ს: მოსყიდვის, ან დაშინების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ...

  • reportiori.ge
  • 19 მაისი 14:57

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეკითხვას ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, უპასუხა.

მისი თქმით, „მოსყიდვის, ან დაშინების შესახებ რეალური ინფორმაცია რომ გქონოდათ, მოსყიდვის დაბრალებისთვის ჯილდოების დაწესება არ მოგიწევდათ“.


„რეალური, ხაზს ვუსვამ, რეალური ინფორმაცია რაიმე მოსყიდვის, დაშინების ან მსგავსი არაკანონიერი ქმედების შესახებ რომ გქონოდათ, მაშინ არ მოგიწევდათ ჯილდოების დაწესება მოსყიდვის დაბრალებისთვის. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია, რასაც მე გეუბნებით. ე.წ. ჯილდო იმისთვის დაწესდა, რომ ინფორმაცია წამოსულიყო და ვინმეს დაბრალებოდა მსგავსი ფაქტი, იმიტომ, რომ ასეთი ფაქტები რეალურად არ ფიქსირდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სრული ვერსიის ნახვა reportiori.ge