ხატია წერეთელი: ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, მოვა დრო და შენ პოლიტიკაში მოხვალო

  • 19 მაისი 14:54

2019 წლის შუალედური არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მომღერალმა ხატია წერეთელმა პოლიტიკაში შესაძლო წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

,,წლების წინ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა (ცნობილი ფიგურაა,მაგრამ არა face) მითხრა, მოვა დრო და შენ პოლიტიკაში მოხვალო. რატომ უნდა მოვიდე -თქო და დადგება დრო, როცა შენს უფლებებს შელახავენ, შენს წინ ვიღაცას უსამართლოდ მოექცევიან, ქართველი რომ ხარ, უკვე დანაშაული იქნებაო. და მაშინ გაგიჩნდება სურვილი რომ მოხვიდე და შეცვალოო რეალობაო. ახლა აყვირდით და დაყვირდით, მლანძღეთ. მე მაინც ვიტყვი ჩემსას თუ არაფერი შეიცვლება ქართველების სასიკეთოდ, შევეცდები და თუ საჭირო გახდა შევაკვდები კიდეც რომ შევცვალო, რადგან არ მინდა ჩემს ქვეყანაში უცხოელს. მეტი უფლებები ჰქონდეს ვიდრე საქართველოს მოქალაქეს, რომ ქართველი არ ნიშნავდეს კრიმინალს, საქართველოს. მთავრობა უნდა ზრუნავდეს რომ მათ მოქალაქეებს მუშაობის უფლება მისცენ ევროპაში და არ დასჭირდეთ მოპარვა. რომ ბოლობოლო დაიწყოს კონტროლი ამ უაზრო ტყვიით გატენილ საკვებზე, გენმოდიფიცირებულ და ნიტრატებით ავსებულ საწამლავზე, ჩვენ რომ საკვებად გვასაღებენ. რომ ბიზნესს დაეწიოს მოგების გადასახადი, და დაეკისროთ მინიმალური ხელფასის 300 ევრომდე აწევა ეს რეალურად შესაძლებელია, კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი. შეცვალეთ კანონები ხალხის, და არა თქვენს სასარგებლოდ. ნუ აბოროტებთ ხალხს თორემ ერთ დღეს თქვენვე გაგასამართლებთ ეს ხალხი", - წერს ხატია წერეთელი.