“არანაირი უმრავლესობა და უმცირესობები… ყველა შიგნით… მაინც…"

  • marshalpress.ge
  • 19 მაისი 14:45

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი “ფეისბუქის”  პირად გვერდზე სატირული ჟანრის პოსტს აქვეყნებს:


“ყოველ წელს არჩევნებია და სულ ვირჩევთ და ვირჩევთ.. მგონი ერთი მთავარი პოლიტიკური ხედვის პლატფორმა-პარტია უნდა გამოვიგონოთ და ის იყოს სულ, ოღონდ კადრები ყოველ კვირა ვცვალოთ “ფეისბუქის” პოსტებით, ასე უფრო გაიოლდება.. აი, მაგ: პარტია “ერთადერთი” ასე დავარქვათ… და იყოს სულ.. ვცალოთ კადრები და გავერთოთ. ძიძების ქასთინგებივით მოვაწყოთ. პარტია იყოს ერთი და შიგნით ყველა განსხვავებული ხედვა. არანაირი უმრავლესობა და უმცირესობები… ყველა შიგნით.. მაინც…”, –  წერს გიორგი გასვიანი. 

სრული ვერსიის ნახვა marshalpress.ge