„თავისუფლება ტკბილია“ - კანფეტები ამომრჩეველს ,,გირჩისგან"

  • 1tv.ge
  • 19 მაისი 11:53

„გირჩის“ აქტივისტები მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ. ტკბილეულზე პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული და წარწერა „თავისუფლება ტკბილია“.

აქტივისტები ამბობენ, რომ უბანზე ეგზიტპოლებს ატარებენ. სავარაუდოდ, აღნიშნული ქმედება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს, რადგან აგიტაციის ნიშნებს შეიცავს.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge