"საქართველოში ჩატარებული დასხივების შემდეგ, რეალურად თავში 25 მეტასტაზია"- თურქეთში სამკურნალოდ წასული ჟურნალისტი

  • newposts.ge
  • 19 მაისი 11:19

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი, რომელიც ბოლო წლებია სიმსივნის დასამარცხებლად მკურნალობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში და თურქეთში ჩატარებული გამოკვლევების პასუხები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

ის მედიას მოუწოდებს, რომ უფრო მეტად დაინტერესდეს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული საგანგაშო მდგომარეობით.


,,უფრო მეტად მოვინდომოთ და უფრო მეტად დავეხმაროთ ერთმანეთს მატერიალურად, რომ ყველამ შეძლოს საზღვარგარეთ კვლევებისა და პროცედურების ჩატარება გთხოვთ! ჟურნალისტებო, გააკეთეთ გადაცემები იმის შესახებ, რომ ამ სფეროში საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, უფრო მეტი თოქ-შოუ დაუთმეთ ამ თემას! პ.ს. 7 მეტასტაზით გამომაცილეს საქარველოდან და მანდ ჩატარებული დასხივების შემდეგ, რეალურად თავში 25 მეტასტაზია! სახლში მაქვს თოდუას კლინიკაში, ლაშხის დაწერილი დასკვნა, სადაც მუცლის ღრუ პათოლიგიის გარეშეა, 2 კვირაში თურქეთში გადაღებულ დასკვნაში კი წერია, რომ მუცელში მრავლობითი მეტასტაზია! პ.ს.ს. მადლობა ყველას! 16.05.2019. თურქეთი,სტამბული.”- წერს ანა მამულაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge