"აიტაცებს, გადადგამს და რომ არ გადაიხლიწონ, ხელით მზრუნველად იჭერს... აი, ეგეთი ბიჭია!"

  • newposts.ge
  • 19 მაისი 11:17

ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის - ტოჩინოშინის მეშვიდე მოგებას იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება:

„მიაწვება ხოლმე, აიტაცებს, გადადგამს და რომ არ გადაიხლიწონ, ხელით მზრუნველად იჭერს.


აი, ეგეთი ბიჭია, კიდევ რომ მოიგო დღეს!


ჯანი მომეც და ბაშოზე შემაგდეო“, - წერს თანდარაშვილი.


ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეშვიდე ბრძოლა მოიგო.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge