ხულოს მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა

  • ajaratv.ge
  • 19 მაისი 11:06

ხულოში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. დაბა ხულოს #1 უბანზე მისულს, კოლიდორში მოუწია დალოდება, ვიდრე პირადობის მოწმობებს მიუტანდნენ. 

პირადობის მოწმობა, მას რამდენიმე წუთში მიუტანეს და ირაკლი ჯორბენაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. 


"მე ცვლილებებს მივეცით ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს" - განაცხადა მერობის კანდიდატმა. 

სრული ვერსიის ნახვა ajaratv.ge