სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ცვლილებებს ზუგდიდში

  • 19 მაისი 10:52

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხმა 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

მისი თქმით, გამარჯვებაში დარწმუნებულია.

,,ხმა მივეცი ნათელ, ევროპულ მომავალს, ცვლილებებს ზუგდიდში. მთელი ქვეყანა დღეს ჩვენ გვიყურებს და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას", - თქვა რულოვსმა.