არნოლდ შვარცენეგერს თავს დაესხნენ (ვიდეო)

  • imedinews.ge
  • 18 მაისი 20:58

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სანდტონში მსახიობსა და პოლიტიკოსს არნოლდ შვარცენეგერს დაესხნენ თავს. ინციდენტის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა.

კადრებში ჩანს, როგორ ესაუბრება მსახიობი მის თაყვანისმცემლებს, ამ დროს კი ზურგის მხრიდან მას კაცი უახლოვდება და ფეხს ურტყამს.


გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, შვარცენეგერი სანდტონში სპორტულ შეჯიბრზე მსაჯის რანგში სამუშაოდ ჩამოვიდა. თავდამსხმელის მოტივები ამ ეტაპზე უცნობია, ის დაკავებულია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge