ოჰაიოს უნივერსიტეტის ექიმმა 177 სტუდენტ ბიჭზე იძალადა

  • imedinews.ge
  • 18 მაისი 20:54

ამერიკის შტატ ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოძიების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მძლეოსანთა ექიმმა 1979 წლიდან 1997 წლამდე, სულ მცირე 177 სტუდენტ ბიჭზე სექსუალურად იძალადა.

 ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.


ექიმ რიჩარდ შტრაუსს, რომელიც 2005 წელს თავი მოიკლა, „არასაჭირო გამოკვლევების“ და ახალგაზრდების სხეულთან მიმართებით უხამს ქცევაში წაუყენეს ბრალი. ანგარიშში წერია, რომ უნივერსიტეტის ოფიციალურმა პირებმა ექიმის ბრალეულობა ვერ დაამტკიცეს, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ჩიოდნენ.


გამოძიების თანახად, ძალადობა კამპუსის სხვასხვა ტერიტორიაზე ხორციელდებოდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სათანადო ყურადღება ამას არ მიაქცია.


ექიმის მსხვერპლებმა უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge