რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი გზიდან გადავარდა

  • 1tv.ge
  • 18 მაისი 18:18

რიკოთის უღელტეხილზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში ტრაილერის მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. დაზიანებულია ტრაილერის მძღოლის კაბინა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მათი განცხადებით, მძღოლს დაზიანებულ კაბინაში ჯერჯერობით ვერ პოულობენ.


მძღოლს პოლიცია მაშველების ჩართულობით ეძებს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge