„სიყვარული არ არის მხოლოდ მომეცი, აიღე" - თამთა გოდუაძე

  • primetime.ge
  • 18 მაისი 16:08

კვიპროსული ჟურნალი omikron მომღერალ თამთა გოდუაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. თამთა გამოცემას კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე ესაუბრა.

რამდენად მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში, რომ უყვარდე და გიყვარდეს?!


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიყვარდეს. ცხოვრებაში რამდენჯერმე მიყვარდა, შეიძლება, ყველა არ იყო ნამდვილი სიყვარული, მაგრამ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს მეგრძნო სულში. საბოლოო ჯამში, სიყვარული არ არის გაცვლა, არ არის “მომეცი, აიღე”… ბევრი სიყვარული მიმიღია ცხოვრებაში დღემდე და ბევრსაც გავცემ. ეს ჩემთვის ყოველთვის ნამდვილი იყო.


რაც უფრო იზრდები, მით უფრო გიყვარს?


დიახ. უფრო დიდხანს გრძელდება. მეორე მხრივ, ეს ჩემი სამუშაოა, რაც მეტ ადამიანს ვიცნობ, მით მეტს ვიღებ და გავცემ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანს ვიღებ დედაჩემის, ჩემი პარტნიორის, ჩემი შვილის და ნამდვილი მეგობრებისგან.


შენი ცხოვრებიდან ადვილად შლი ადამიანებს?


არა. ეს ჩემთვის ძალიან რთულია.


როგორც თხის რქისთვის, ეს ძალიან ადვილი უნდა იყოს…


არა, მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ჩემს ურთიერთობებში ძალიან სტაბილური ვარ. ძალიან ძნელია ჩემს ცხოვრებაში შემოხვიდე, რთულად ვეძახი ვინმეს “ჩემს ადამიანს.” მაგრამ როცა ეს მოხდება, შემდეგ ძალიან მტკივა ემოციურად, თუკი მას ვკარგავ. თუ ნამდვილად მიყვარდა და ეს ყველაფერი დასრულდა, მას ვეღარასოდეს დავუბრუნდები. ურთიერთობები ბევრ ეტაპს გადიან, ეს ნიშნავს, რომ დაიტესტა და დასრულდა. მაგალითად, ახლაც იმ ხმის ჩამწერ სტუდიასთან ვთანამშრომლობ, რომელთანაც ჩემი კარიერის დასწყისში ვიყავი და ასე დარჩება. 


შენი ინტუიცია ყოველთვის კარგად მუშაობს?!


იძულებული ვარ, რომ ეს ჩემს პრაქტიკაში ჩავრთო. კარგად იცით, რომ აქამდე ადვილად არ მოვსულვარ. დასაწყისში ძალიან რთული იყო. მე ვიყავი გოგო, რომელიც გაიზარდა ქვეყანაში, სადაც ძალიან რთული პირობები იყო. შემდეგ გავთხოვდი და დავშორდი, ვიდრე ზრდასრულ ასაკს მივაღწევდი. საბერძნეთში უკეთესი ცხოვრება იყო, მაგრამ ერთი ბერძნული სიტყვაც არ ვიცოდი. დედაჩემმა მითხრა “მოდი, ერთად ვიცხოვროთ, როგორც ოჯახმა” და ჩამოვედი. ის, რაც მინდა გითხრათ არის, რომ ჩვენ გვაქვს მომენტები, როდესაც აღმოვაჩენთ ჩვენს თავში ისეთ უნარებს, რის შესახებაც აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა.


ამაყობ საკუთარი თავით?


ძალიან. ვამაყობ ყველაფრით, რაც აქამდე გამიკეთებია. შეიძლება უცნაურია, მაგრამ ჩემი ცხოვრებიდან არაფერს წავშლიდი. ხშირად ვიწერ პირჯვარს და ვამბობ: “მადლობა, ღმერთო, რომ ეს ყველაფერი გამოვიარე.” ახლა 38 წლის ვარ, მაგრამ 20 წლის წინ, როცა ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი, ჩემთვის რომ გეთქვათ, რომ ერთ დღეს ევროვიზიაზე გახვალ, ამას არ დავიჯერებდი. მაგრამ ასე მოხდა.


რას იტყვი შენს ასაკზე?!


მეხუმრები?! რატომ უნდა დავმალო ეს?! ძალიან ვამაყობ ჩემი ცხოვრების 38 წლით.


ახლა შენს ოცნებაში ცხოვრობ, ხომ ასეა?!


არა (იცინის). ჩემი ოცნება უფრო ღრმაა, უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი ოცნებები მეხება პირადად მე, არა ჩემს კარიერას, ეს უფრო ადამიანურია. ეს ეხება ჩემს შვილს, ჩემს განვითარებას, როგორც ადამიანის. ჩემს ცხოვრებაში კარიერა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge