„ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც არაფრის მსგავსი არ იყო“ - პრინცი უილიამი

  • imedinews.ge
  • 18 მაისი 11:29

„ისეთი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც არაფრის მსგავსი არ იყო“, - ეს განცხადება პრინცმა უილიამმა BBC-ისთან ინტერვიუში გააკეთა. 

კემბრიჯის ჰერცოგმა ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას თავისი დედის, პრინცესა დიანას გარდაცვალების შესახებ და მისგან გამოწვეულ ტკივილზე ილაპარაკა. 


პრინცმა უილიამმა BBC-ის დოკუმენტური ფილმების სერიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება. 


„ამის შესახებ ბევრი ვიფიქრე და ვაანალიზებ რატომ ვგრძნობდი თავს როგორც ვგრძნობდი, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ხარ უფრო მძაფრად აღიქვამ და სწორედ ამიტომ არ შეედრება ეს ტკივილი ვერაფერს“, - განმარტა კემბრიჯის ჰერცოგმა. 


პრინცესა დიანა საფრანგეთში ავტოკატასროფაში 1997 წელს დაიღუპა.


პრინცესა დიანას ცხოვრებაზე და სიკვდილზე ვრცელი სტატია ამ ბმულზე წაიკითხეთ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge