მთვრალმა გურჯაანელმა კაცმა მეზობელს ყური მოაჭამა (ფოტო)

  • resonancedaily.com
  • 18 მაისი 00:51

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს ყური მოაჭამა. როგორც „სპექტრი“ იუწყება, მოძალადე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მამაკაცი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ უკვე დააკავა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com