ლაშა ტალახაძე: ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა

  • fortuna.ge
  • 17 მაისი 21:41

მსოფლიო რეკორდსმენმა, ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის დღისადმი” მიძღვნილ მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.

„ყოველ წელიწადს ვცდილობ, შევუერთდე დღევანდელი დღის მსვლელობას. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ჩემთვის ოჯახი ყველაზე დიდი სიწმინდეა და მაქსიმალურად ვცდილობ, ქართულ ოჯახს როგორც შეეფერება, ისე გავაგრძელო ჩვენი წინაპრების დანატოვარი. რაც უფრო მეტი მართლმადიდებელი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში და ყოველწლიურად მოიმატებს რაოდენობა, მეტად მოხარული ვიქნები“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ლაშა ტალახაძემ.


თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავი მსვლელობა გაიმართა

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge