მამუკა მდინარაძე Ipsos-ის კვლევაზე: ამ კვლევის მიზანია, საზოგადოებას დააჯერონ ტყუილი ინფორმაცია

  • kvira.ge
  • 17 მაისი 18:50

მამუკა მდინარაძე Ipsos მიერ ჩატარებულ კვლევას აფასებს.

„2020-ის პროგნოზზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, როდესაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ეტყვის, რა გამოწვევებია, რა გააკეთა და რა პრობლემები რჩება ეკონომიკურ სფეროში. რას სთავაზობს „ქართული ოცნება“ კიდევ ახალს, მეტ განვითარებას, მეტ ტემპს და ამის ანალიზი საზოგადოებას, დამიჯერეთ, რომ არ უჭირს“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.


„ამაზე ცოტა შემდეგში ვილაპარაკოთ. ყოველ შემთხვევაში, იქნება იმაზე განსხვავებული შედეგები, რაც ამ კვლევამ მოგვცა. ამ კვლევამ უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაზეც პასუხი არ არის. ეს არის მხოლოდ მმართველი გუნდისა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად საზოგადოებას დააჯერონ ტყუილი ინფორმაცია, ამ ადამიანს თითქოს რეიტინგი არა აქვს და ა.შ. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე. დღეს მათ არ შეუძლიათ ფიზიკური ტერორი განახორციელონ, ამის საშუალება როცა ჰქონდათ, 2012 წლამდე ამას აკეთებდნენ. დღეს აქვთ საშუალება ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ტერორის და ამას ახორციელებენ წარმატებულად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


„რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.
 
 
 

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge