ირაკლი კობახიძე: „რუსთავი 2“ უკვე წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზე გადავიდა

  • kvira.ge
  • 17 მაისი 18:44

ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა.

„2020 წელთან დაკავშირებით სოციოლოგიური კვლევები არ ტარდება ხოლმე. ეს არის არა სოციოლოგიური კვლევა, არამედ წინასწარმეტყველება და უკვე წინასწარმეტყველების გამოქვეყნებაზეა გადასული „რუსთავი 2“. ბოლო ორი დღის განმავლობაში არ შეიძლება საერთოდ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნება, კანონიც დაარღვიეს და ესეც არ აინტერესებთ. ისინი ყოველთვის აცხადებენ ხოლმე კვლევის შედეგებს და ბოლოს არჩევნების მეორე დღეს სხედან ხოლმე გაფითრებული საკუთარ ეთერში“. - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
 
 „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანია Ipsos მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.
 
 
 

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge