სად ცხოვრობს, სად ისვენებს და რა ქონებას ფლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიხეილ სააკაშვილი?

  • 17 მაისი 18:32

ამ თემაზე რეპორტაჟი ამერიკაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა სტენ გრუნსკიმ მოამზადა.

ფლორიდაში, ლინის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ჟურნალისტი, რომელიც ამერიკის ხმისა და „Current Times“-ისთვის ამზადებს რეპორტაჟებს, ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა. მასალაში ნაჩვენებია საცხოვრებელი კომპლექსის ხედები ოკეანესა და ეზოს მხარეს. მისი თქმით, ბინების ფასი აქ მილიონ-ნახევარი დოლარიდან იწყება. რეპორტაჟში, ასევე, საუბარია ექსპრეზიდენტის ყოველდღიურ კონტაქტზე ბიძასთან და ნაჩვენებია ძვირად ღირებული სასტუმროები და მაღაზიები, სადაც, რეპორტიორის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი ხშირად ჩნდება.