გია გაბრიჭიძე: ნაციონალების მენტალიტეტიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული სახიფათო პროვოკაციის მოწყობა

  • 17 მაისი 17:40

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ზუგდიდის შუალედურ არჩევნებს ეხმაურება და „ნაციონალურ მოძრაობის“ არჩევნებში მონაწილეობის ფორმატს ამაზრზენს უწოდებს.

 

 

მისი თქმით, ეს ყველაფერი ძალიან საშიშ ხასიათს იღებს. 


„ნაცებს რომ წაგებული აქვთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამაზრზენია არჩევნებში მონაწილეობის ის ფორმატი, რომელიც მათ აირჩიეს და რომელიც დამყარებულია არა ნორმალურად მონაწილეობაზე, არამედ დაძაბულობისა და არეულობის ესკალაციაზე, რასაც თავიანთი მედიასაშუალებებიდან მუდმივად ახორციელებენ.


მათი ბრძოლის ამ მიმართულებას ორი მიზანი აქვს:
1. მიუხედავად ბაქიბუქისა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ იმ რამდენიმე ასეული ფანატიკოსი ამომრჩევლის გარდა, მხარდამჭერი, ფაქტობრივად, არ ჰყავთ და ცდილობენ, ხელისუფლების მხრიდან ვითომდა ძალადობაზე ჩივილით, დასავლელ პარტნიორებთან გაამართლონ თავიანთი არსებობა.
2. იმ შესაძლებლობებით, რასაც ფლობენ, მაქსიმალურად დააკმაყოფილონ თავიანთი ბელადის რევანშისტული, მანიაკალური ვნებები.


ეს ყველაფერი იღებს ძალიან საშიშ ხასიათს, რადგანაც ე.წ. საოკუპაციო ზოლი ზუგდიდთან ძალიან ახლოს გადის და მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, სულაც არ არის გამორიცხული, მეტად სახიფათო პროვოკაციის მოწყობა.


დღეს, ხვალ და ზეგ უსაფრთხოებას და შსს-ს ძალიან დაძაბული მისია აკისრიათ, რომელიც, ფაქტობრივად, იუველირის სიზუსტით უნდა შეასრულონ“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაბრიჭიძე.