ECHO WAVES ანაკლიაში წელსაც გაიმართება

  • primetime.ge
  • 17 მაისი 17:45

მუსიკალური ფესტივალი ECHO WAVES  საერთაშორისო დონის არტისტებს 21-24 აგვისტოს უმასპინძლებს. ფესტივალი კვლავ ანაკლიაში, განმუხურში გაიმართება.  

ინფორმაციას ამის შესახებ Bm.ge ავრცელებს. მუსიკალი ფესტივალი წელსაც, შარშანდელივით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, ორგანიზატორი კი  Anaklia Entertainment Group -ია.


პრაიმტაიმთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ ფესტივალის დეტალებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულება ორგანიზატორებთან ჯერ არ გაფორმებულა, ასევე უცნობია თუ რამდენით დააფინანასებს სახელმწიფო მუსიკალურ ფესტივალს. 


გასულ წელს მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობა 150-ზე მეტმა არტისმა მიიღო.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge