ქოქოსის კუნძულების სანაპიროზე მილიონი ფეხსაცმელი და კბილის 370,000-ზე მეტი ჯაგრისი გამოირიყა

  • imedinews.ge
  • 17 მაისი 17:05

ახალი კვლევის თანახმად, ინდოეთის ოკეანეში მდებარე ქოქოსის (კილინგის) კუნძულებზე გამორიყული პლასტმასის შემცველი 414 მილიონი ნივთი ნახეს.

მათ შორის თითქმის მილიონი ფეხსაცმელი და 370,000-ზე მეტი კბილის ჯაგრისია.


CNN-ის ცნობით, ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ავსტრალიის ეს ტერიტორია 238 ტონა პლასტმასითაა დაბინძურებული, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ 500 ადამიანი ცხოვრობს. 


ვიქტორიას უნივერსიტეტის წარმომადგენლის, ანეტ ფინგერის თქმით, გარემოს პლასტმასით დაბინძურება საფრთხეს უქმნის ველურ ბუნებას და გავლენას ახდენს ადამიანებზე.  


"ერთადერთი გამოსავალი პლასტმასის წარმოებისა და მოხმარების შემცირება და მისი ოკეანეებში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაა", - აცხადებს ანეტ ფინგერი. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge