საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • pia.ge
  • 17 მაისი 16:58

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა  16:34 საათზე მოხდა და ეპიცენტრი წალკასთან იყო.


მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.


წალკასთან 15:08 საათზე მიწისძვრა მოხდა გუშინაც. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge