ზვიად ძიძიგური: ძველმა ხიბულამ ეს დიდი სიკეთის გამო დაიმსახურა

  • 17 მაისი 16:41

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურმა სოფელ ძველ ხიბულაში მიმდინარე საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ზვიად გამსახურდიას შეფარება სოფელს ასეთი ტიპის სიკეთით დაუბრუნდა უკან


„აშენებული ახალი ბაღი შეაჩერებს მიგრაციას სოფლიდან, ძველი ხიბულადან იყო სერიოზული მიგრაცია, ეს ფაქტიურად არის ზვიად გამსახურდიას საჩუქარი 26 წლის შემდეგ, როგორც ეს ბატონმა ბიძინამ ბრძანა და მე ძალიან მომწონს ეს. ამაში არის სერიოზული მისტიკა და მისტერია, სოფელმაც იცის, მთელმა სოფელმა იცის, რომ ის სიკეთე,  ზვიად გამსახურდია რომ შეიფარა სოფელმა, ფაქტობრივად, ასეთი ტიპის სიკეთით დაუბრუნდა უკან“, - განაცხადა ძვიად ძიძიგურმა.


სოფელ ძველ ხიბულაში ფონდმა „ქართუმ“ საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტებით აშენდება და ის 60 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.