18 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

  • 17 მაისი 16:17

ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გამიზნულია მომავალი აბიტურიენტებისთვის და მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ამერიკული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი.

#მიიღე ამერიკული განათლება საქართველოში  # I CHOOSE STEM


 წინასწარი რეგისტრაციის გავლა  შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში: http://gtu.ge/AboutStu/stem.php


მისამართი: მერაბ კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსი


საინფორმაციო შეხვედრის თარიღი: 18 მაისი, 2019


მონაწილეთა რეგისტრაციის დრო: 11:30 – 12:00 


შეხვედრის ხანგრძლივობა: 12:00 - 16:00 


STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალი აბიტურიენტები მიიღებენ მომწურავ ინფორმაციას ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ( SDSU ) საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ.


ჩვენი საბაკალავრო პროგრამებია: 


· სამოქალაქო ინჟინერია 


· კომპიუტერული ინჟინერია 


· ელექტრული ინჟინერია.


STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალი აბიტურიენტები გაეცნობიან საინტერესო პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ STEM-თამაშებში. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და  STEM-სერთიფიკატები.


დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://gtu.ge/News/12268/ ასევე, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სტუ-ის ფეისბუქის გვერდზე.