ღარიბაშვილი ჯორჯიან მანგანეზს საყვადურობს - ის გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს

  • imedinews.ge
  • 17 მაისი 14:30

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს. ღარიბაშვილის თქმით, ეს პროტესტი სამართლიანია და მას რეაგირება სჭირდება.

მისივე თქმით, შეხვდებიან მაღაროელებს და კომპანიასთან შუამდგომლობით ეცდებიან, რომ ყველა პრობლემა დროულად გადაწყდეს.  


ღარიბაშვილმა თქვა, რომ მაღაროელთა მოთხოვნები ძალიან მარტივია - ის რომ მენეჯმენტმა ნორმალური კვება უნდა უზრუნველყოს, ეს ელემენტარულია. პოლიტიკოსმა ჯორჯიან მანგანეზისგან პასუხი მოითხოვა კითხვაზე, რატომ არ ხდება ამ პრობლემის მოგვარება. 


„მჯერა, რომ დღევანდელი მენეჯმენტი მაღაროელების მოთხოვნებს გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს“, - თქვა ღარიბაშვილმა.


ჭიათურაში მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ 17 მაისს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან და ყველა მოთხოვნას ერთობლივად განიხილავენ.


„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის თქმით, კომპანია მზადაა ანაზღაურება გაზარდოს, თუმცა კონკრეტული დეტალები ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.


მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი გადაწყვეტილებით, 17 მაისიდან პროცესში მედიატორი ჩაერთვება.


მაღაროელების ნაწილი 15 მაისს გაიფიცა. მთავარი მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge