კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

  • 17 მაისი 13:50

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავროპროგრამის სტუდენტები ესტუმრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს სსე-ს სათავო ოფისში განთავსებული, უახლესიტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, ჩაუტარდათლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისსაქმეში. ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, სტუდენტები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონსესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში.


ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის დარგით სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „საქართველოსსახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანია, სსე-ში მიმდინარე მასშტაბურიპროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტუქტურა და თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე მორგებული ეფექტიანიმმართველობის სქემა.


აღნიშნული სახის შეხვედრები "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" მომავალშიც გაგრძელდება.