Huawei-ს მიმართ სანქციების გამო ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება

  • imedinews.ge
  • 17 მაისი 13:39

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ტრამპმა ტექნოლოგიური საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC წერს. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჩინეთი იმ ქვეყნებს აუცილებლად უპასუხებს, რომლებიც Huawei-ის წინააღმდეგ შეზღუდვებს აამოქმედებენ. 


Huawei-შ უარყოფენ, რომ მათი პროდუქტი რისკის შემცველია და აცხადებენ, რომ ეს არის აშშ-ის მცდელობა ჩინურ გიგანტის საერთაშორისო ვაჭრობა შეაფერხოს.


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.


ბრძანებაში კონკრეტული კომპანია არ არის ნახსენები, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინური სატელეკომუკაციო გიგანტი Huawei იგულისხმება.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge