თბილისში მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა

  • resonancedaily.com
  • 17 მაისი 13:14

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე მიწა ჩამოიშალა. ადგილობრივების განცხადებით, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ მშენებლობას და საძირკვლის გამოღების სამუშაოებს ერთმანეთის მომიჯნავედ ორი კომპანია აწარმოებს.

როგორც მერიაში ამბობენ, ადგილზე გუშინვე იმყოფებოდა მერიის მუნიციპალური ინსპექცია.


„დაევალათ გამაგრების პროექტის და დამატებითი დასკვნების წარმოდგენა. კომპანია დაჯარიმდა, სამუშაოები შეჩერებულია", - განმარტეს მერიაში.


კომპანია „ანკოს" განმარტებით, ადგილზე შესაბამისი სამსახური თავად გამოიძახეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.


ჯიქიას ქუჩაზე 5-სართულიანი სახლი შენდება.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com