ცესკომ მიმდინარე წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა

  • 17 მაისი 12:24

2019 წლის 19 მაისის არჩევნებისთვის სტატისტიკური მონაცემები სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ამოიწურა კომისიებისთვის მიმართვის ვადა, რომლის თანახმადაც შესაბამის ორგანიზაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ დარეგისტრირებულიყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სტატუსით, ისევე როგორც მედია ორგანიზაციებს მოეხდინათ პრესის წარმომადგენლების აკრედიტაცია.

შესაბამისად, 2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შულედური არჩევნებისათვის სულ რეგისტრირებულია:

*  49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია და 6130 ადგილობრივი დამკვირვებელი;

*  7 საერთაშორისო ორგანიზაცია და 47 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი;

*  45 მედია ორგანიზაციის 1917 აკრედიტირებული წარმომადგენელი.

ამასთანავე, ხსენებული არჩევნების მიმდინარეობას ასევე დააკვირდება შესაბამის საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებული 5365 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

დეტალური ინფორმაცია მოცემულია თანდართულ სტატისტიკის დოკუმენტში.