“სალამი ღმერთო! სამწუხარო ამბავი მაქვს წელს პედერასტებმა გადაიფიქრეს სოდომ-გომორ-სოროს-მასონური მარში და „პედერასტს“ მსხვერპლად ვერ შევწირავთ”

  • 17 მაისი 12:13

Facebook მომხმარებელი ლეუშა ლათარელი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს. 

"ვიცი უკვე გაწუხებ მაგრამ წილხვედრში მოვლენები ისე ვითარდება რომ ვფიქრობ ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული მოწერა მაინც მომიწევს შენთან...შენ კიდევ შენებურად ნიშანი მომეცი ხოლმე, აი როგორც წინაზე, ჩემი მომართვიდან მეორე დღესვე რომ ხვინჭასავით მაყარე სეტყვა ზედა და დამტოვე ამ წელს ალუჩის გარეშე...

ჰოდა იმის თქმა მსურდა რომ დროა მოგვიტრიალდე...ვიცი შენი გულისწყრომა რატომაც დავიმსახურეთ და ახლა არსებული სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობთ...ამის ნათელი მაგალითია რომ 12 მაისს სამგზის(მამაღმერთი, ძეღმერთი და სულიწმინდა) უქმე დღე გვქონდა გამოცხადებული...იგრედაც ხო დასვენებულები ვართ ეს წილხვედრელები მაგრამ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენებას სულ სხვა ელფერი დაჰკრავს ხოლმე...

სამწუხარო ამბავიც მაქვს...წელს პედერასტებმა გადაიფიქრეს სოდომ-გომორ-სოროს-მასონური მარში და შესაბამისად წელს რომელიმე პედერასტს მსხვერპლად ვერ შევწირავთ...არა და ყველანაირი შეიარაღება მზად გვქონდა, დაწყებული უჟანგავი ფოლადის ტაბურეტკიდან, დამთავრებული ციანიდმფრქვეველი ავტომატებით...ჩემი ოჯახის სიწმინდეს ვფიცავ თუ ვიტყუებოდე..

თუმცა ვფიქრობ რომ ეს დიდი გამარჯვებაა...გამარჯვებაა რადგან დღეს რუსთაველზე პედერასტების ნაცვლად სამშობლოსა და ოჯახზე გულჩათუთქული და ბალანდაწნული საზოგადოება ჩამოივლის, რომელნიც იქნებიან სახენი დღევანდელი საქართველოს ეკლესიისა და აი აქ ვშინდები...ვშინდები, რადგან მაგათ რომ დაინახავ, ვგონებ მხოლოდ სეტყვას არ გვაკმარებ და უფრო დიდ უბედურებას დაგვატეხ თავსა...ჩვენ, უბრალოდ ხალხი დაგვინდე და ამ ამბის მოთავეებს რაც გინდა ის უქენი...

ბოლოსკენ 1 თხოვნა მექნება...თუ შეგიძლია ცოტა ხნით აღმაშენებელი წამაახედე...რამოდენიმე აქაურს ტრაკში თავიანთვე ქუსლებს შევულაგებთ და ვფიქრობ რადიკალურად შეიცვლება სიტუაცია...თან დავითმა არ იცის ჯერ რომ აქ სულ სხვა სტატუსი ექნება, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა, შაჰანშა და წილხვედრელთა..

აქ დაგემშვიდობები...უნდა გავიქცე, ნინი ქარსელაძემ ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი კონცერტი უნდა გახსნას...მერე მაგაზეც მოგიყვები და თან მიგითითებ თუ რა ფუნდამენტური შეცდომები დაუშვი მაგის გაჩენისას.აბა კარქათ...

შენი მონა-მორჩილი ლევან", - წერს ლევან ლათარელი.