სამოქალაქო აქტივისტები და სასულიერო პირები ლგბტ თემს აფრთხილებენ

  • pia.ge
  • 17 მაისი 11:17

რესპუბლიკის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებისა და სასულიერო პირების გამაფრთხილებელი აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეს ლგბტ თემის შეკრებასა და მსვლელობას არ დაუშვებენ . აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, "არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება".


17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე 2011 წლიდან აღინიშნება.


17 მაისი, საქართველოს პატრიარქის ინიციატივით , 2014 წლიდან საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეცაა. 


ამ დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.


სრული ვერსიის ნახვა pia.ge