„თავისუფალი ზონის“ წევრები ზუგდიდში რულოვსის მხარდასაჭერად მიემგზავრებიან

  • 17 მაისი 10:55

„თავისუფალი ზონის“ წევრები თბილისიდან ზუგდიდში მიემგზავრებიან.

მათი განცხადებით, ისინი ზუგდიდში მიდიან, რათა არჩევნების მიმდინარეობას მეთვალყურეობა გაუწიონ. კითხვაზე, ვინ უზრუნველყოს ტრანსპორტირების ხარჯებს, კონკრეტული პასუხი არ აქვთ.

ზონელების თქმით, ზუგდიდში ჩასვლის მიზანია, მათ მხარდაჭერილ კანდიდატს სანდრა რულოვსს გამარჯვებაში დაეხმარონ.