ქალმა შოპინგით გართული ქალიშვილის გამო ავიარეისი შეაყოვნა (ვიდეო)

  • imedinews.ge
  • 17 მაისი 10:16

ავიაკომპანია Spring Airlines-ის მგზავრმა თვითმფრინავის აფრენა შეაყოვნა, ვინაიდან მისი ქალიშვილი აეროპორტში მდებარე მაღაზიებში შოპინგით იყო დაკავებული და რეისზე აგვიანდებოდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ტაილანდში, ბანგკოკის აეროპორტში მდებარე თვითმფრინავის ბორტზე მოხდა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო.


ქალი ბორტგამცილებლებს თვითმფრინავის კარის დაკეტვის საშუალებას არ აძლევდა და ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი მაღაზიებში იმყოფება.


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge