ნახეთ კადრები, როგორ ტოვებს საზარელ მკვლელობაში მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე შემთხვევის ადგილს (ვიდეო)

  • primetime.ge
  • 17 მაისი 10:02

დანაშაული, რომელმაც ქვეყნა შეძრა - 2018 წელს, ბარნოვზე, 25 წლის გოგო შვილების თვალწინ მოკლეს.

შემზარავი მკვლელობის გამოძიების დღემდე უცნობი დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ პროექტ „პოლიციის ფაილებში“ გასაჯაროვდა.


როგორ მიმდინარეობდა გამოძიება. რა დააფიქსირა მკვლელობის დღეს სათვალთვალო კამერებმა. და როგორ მიიმალა მკვლელი ადგილიდან. ნახეთ ვიდეოში. 


ჩვენ კი მკითხველებს შევახსენებთ, რომ მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 2018 წლის 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი. მკვლელობაში ბრალდებული მეორე დღეს, 14 აპრილს დააკავეს.


ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ილაპარაკა. 


„გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათიას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, - წერს ჩვენებაში ბრალდებული.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge