ზიდანი რეალის ხელმძღვანელობას ვაჟის გამო დაუპირისპირდა

  • imedinews.ge
  • 17 მაისი 00:38

მადრიდის „რეალის“ ფრანგი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ვაჟის, ლიუკა ზიდანის გამო ფრანგ სპეციალისტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის უთანხმოება გაჩნდა. 

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში „რეალს“ კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი დატოვებს, რის შედეგადაც ბელგიელი ტიბო კურტუას შემცვლელის პოზიცია ვაკანტური გახდება. ფრანგი მწვრთნელი სათადარიგო მეკარედ საკუთარ ვაჟს ლიუკა ზიდანს განიხილავს, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობაში კი ამ პოზიციაზე 20 წლის უკრაინელი გოლკიპერის, ანდრეი ლუნინის ხილვა სურთ.


21 წლის ლიუკა ზიდანმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი, „უესკას“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც „რეალის“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.


ლიუკა ზიდანი „სამეფო კლუბის“ აკადემიის აღზრდილია. „რეალის“ შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი მან 2017/2018 წლების სეზონის ბოლო ტურში ჩაატარა. 2015 წელს ის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge