11 ფრაზა, რომელიც კაცმა ქალს არასდროს უნდა უთხრას

  • funtime.ge
  • 17 მაისი 00:30

როცა ეს ნათქვამი ჩარჩოებს არ სცდება, მალე გვავიწყდება, მაგრამ, თუ პარტნიორისგან ხშირად გესმით გულსატკენი სიტყვები, უნდა დაფიქრდეთ - ეს ნამდვილად სიყვარულია?

1. „შენ არასაკმარისად ლამაზი ხარ“
სრულყოფილი არავინაა, მაგრამ, თუ ამაზე თქვენი თაყვანისმცემელი მუდმივად მიგითითებთ, მაშინ მისი თქვენდამი გრძნობები ეჭვქვეშ უნდა დააყენოთ. შესაძლოა, თქვენი დამცირებით საკუთარ თავს აჩვენებს, როგორი კარგია. ამასთანავე, ეს ემოციურად გამანადგურებელი ფაქტორია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან.


 


2. „თუ გიყვარვარ, გქონდეს ჩემთან სექსი“
არასდროს მისცეთ უფლება ვინმეს, გიბიძგოთ ინტიმური სიახლოვისკენ, თუ თქვენ ამის სურვილი არ გაქვთ. თუ გამოკითხავთ ადამიანებს იმის შესახებ, რატომ არიან დარწმუნებული პარტნიორის სიყვარულში, პასუხებს შორის პრაქტიკულად ვერ აღმოაჩენთ სექსის ხსენებას. ბევრი, მაგალითად, მოიტანს ყურადღებას, თანადგომის უნარს და ა.შ. ალბათ, თქვენც გსურთ, თქვენი ურთიერთობა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს ემყარებოდეს, ვიდრე სექსია.


 


3. „შენი სამუშაო უაზროა“
კარიერის მიმართ თითოეულ ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს. ის, რაც ერთს აწყობს, ყოველთვის არ აკმაყოფილებს მეორეს. თქვენმა პარტნიორმა არასდროს არ უნდა დაგამციროთ თქვენი სამსახურის შესახებ ნეგატიური გამონათქვამებით. თუ თქვენ სრულიად კმაყოფილი ხართ თქვენი სამუშაოთი, თამამად უთხარით თქვენს პარტნიორს, რომ არავითარ ნეგატიურ კომენტარს არ მოითმენთ.



4. „შენი მიზნები არარეალურია“
ამ სიტყვებმა შეიძლება, თქვენს თავმოყვარეობას დიდი დარტყმა მიაყენოს, რადგან მიზნები ძალიან პირადული რამაა. ისინი თვითრეალიზების შესაძლებლობას გვაძლევენ. ამიტომ თუ თქვენი პარტნიორი დასცინის თქვენს ოცნებებს, მაშინ თქვენი მომდევნო მიზანი უკეთესი პარტნიორის პოვნა უნდა იყოს.



5. „წონაში უნდა დაიკლო“
საბედნიეროდ, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება სხვის აზრს და საკუთარი თავი ისეთი გვიყვარდეს, როგორებიც ვართ. სრულიად დაუშვებელია, თქვენი თაყვანისმცემელი ასეთ შენიშვნებს გაძლევდეთ, რადგან მას ისეთი უნდა უყვარდეთ, როგორიც ხართ.



6. „რა უგემოვნობოდ იცვამ“
თითოეული ქალი ცდილობს, თავისი სტილი ჰქონდეს. თუ თქვენ კომფორტულად ხართ ტანისამოსში, რომელსაც ატარებთ, მაშინ დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა. თუ თქვენი პარტნიორი აკრიტიკებს თქვენს გარდერობს, სრული უფლება გაქვთ, გაბრაზდეთ და შეახსენოთ, რომ ზუსტად ასეთ სტილში იყავით ჩაცმული, როცა გაიცანით.



7. „მე არ მომწონს შენი ახლობლები და მეგობრები“
სრულიად შესაძლებელია, მამაკაცს პერიოდულად შეექმნას პრობლემები ქალის ახლობლებთან, თუმცა, თუ თქვენი პარტნიორი, ნაცვლად იმისა, რომ მოაგვაროს ურთიერთობა, მუდმივად აკრიტიკებს თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს და გირჩევთ, მათთან დრო არ გაატაროთ, ეს უნდა შეაფასოთ, როგორც თქვენი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობა.


 


8. „ჩემი ყოფილი ამას ასე გააკეთებდა“
ის ფაქტი აუცილებლად მშვიდად უნდა მიიღოთ, რომ თქვენამდე თქვენს მამაკაცს სხვა გოგო ჰყავდა, მაგრამ სრულიად მიუღებელია, როცა ის თქვენ თავის ყოფილს გადარებთ, განსაკუთრებით, თუ ეს შედარება თქვენს სასარგებლოდ არ ჟღერს. თუ ის მუდმივად პარალელს ავლებს თავის ძველ ურთიერთობასთან, ურჩიეთ, თავი დაგანებოთ და ძველ შეყვარებულს დაუბრუნდეს.


9. „სულელი ხარ“
ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა რაღაც არ გამოგვდის, მაგრამ სრულიად დაუშვებელია, თუ საყვარელი ადამიანი ამაზე ხუმრობს, ან მით უმეტეს სერიოზულად გიცხადებთ, რომ სულელად მიგიჩნევთ.


 


10. „შენმა წარსულმა იმედი გამიცრუა“
არასდროს შეგრცხვეთ თქვენი წარსულის, თუნდაც უხერხული ეპიზოდების, რადგან ყოველი მათგანი კარგი გაკვეთილია. თუ თქვენი პარტნიორი გახსენებთ თქვენი ცხოვრებიდან ასეთ მომენტებს, მით უმეტეს, რომლებიც თქვენს შეხვედრამდე მოხდა, არ ღირს საკუთარ საქციელზე სინანული. მას თქვენი განსჯის უფლება არ აქვს.



11. „ორსულობისგან თავის დაცვა შენი საზრუნავია“
როდესაც საქმე ინტიმურ სიახლოვემდე მიდის, ორივე პარტნიორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არასასურველი ფეხმძიმობის აღსაკვეთად და თუ მამაკაცი ამ საკითხში სრულიად თქვენ გეყრდნობათ ან უარს ამბობს ამ თემის განხილვაზე, ეს ცუდის ნიშანია.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge