რუსული საბავშვო Voice-ის ფინალის შედეგები ბოტების მონაწილეობის გამო გააუქმეს

  • imedinews.ge
  • 17 მაისი 00:08

რუსული The Voice Kids-ის საფინალო ტურის შედეგები მას შემდეგ გააუქმეს, რაც გამოიკვეთა, რომ ხმის მიცემის პროცესებში რუსი ბოტები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ BBC წერს. 

კონკურსში მიკელა აბრამოვას წინააღმდეგ ბრალდებები მას შემდეგ გაისმა, რაც მის სასარგებლოდ 56,6%-ი დაფიქსირდა. 10 წლის ახალგაზრდა მომღერალი პოპვარსკვლავ ალსუს და მილიონერი ბიზნესმენი იან აბრამოვის შვილია.


ბოტები ავტომატური პროგრამაა, რომლის მიზანი განმეორებითი ამოცანების შესრულებაა. 


საბავშვო მუსიკალური შოუს სეზონი რუსეთში მეექვსედ იმართებოდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge