ედინსონ კავანის ავტომობილი მოჰპარეს

  • imedinews.ge
  • 16 მაისი 23:07

ედინსონ კავანის €200 ათასად ღირებული ავტომობილი მოჰპარეს. ამის შესახებ L'Equipe წერს.

 

„პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდის მანქანის პოვნა პოლიციამ მომხდარიდან 24 საათზე ნაკლებ დროში შეძლო. ავტომობილის მოპარვაში ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებს ხშირად ქურდავენ. მიმდინარე წელს მძარცველებმა ერინ ჩუპო-მოტინგის და ტიაგო სილვას საცხოვრებელი სახლები გაქურდეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge