ქალმა შოპინგით გართული ქალიშვილის გამო ავიარეისი შეაყოვნა

  • imedinews.ge
  • 16 მაისი 23:05

ავიაკომპანია Spring Airlines-ის მგზავრმა თვითმფრინავის აფრენა შეაყოვნა, ვინაიდან მისი ქალიშვილი აეროპორტში მდებარე მაღაზიებში შოპინგით იყო დაკავებული და რეისზე აგვიანდებოდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ტაილანდში, ბანგკოკის აეროპორტში მდებარე თვითმფრინავის ბორტზე მოხდა, რომელიც ჩინეთის ქალაქ შანხაის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო.


ქალი ბორტგამცილებლებს თვითმფრინავის კარის დაკეტვის საშუალებას არ აძლევდა და ამბობდა, რომ მისი ქალიშვილი მაღაზიებში იმყოფება.


ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოზე ჩანს, უკმაყოფილო ქალი ტრაპზე ზის და ბორტგამცილებელს ესაუბრება.


საბოლოო ჯამში ორივე მგზავრი რეისიდან მოხსნეს, თვითმფრინავი ბანგკოკი-შანხაის მიმართულებით კი ნახევარი საათით გვიან გაფრინდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge