თბილისში 31 წლის ნიკა რუხაძეს ეძებენ

  • newposts.ge
  • 16 მაისი 22:28

უკვე მესამე დღეა თბილისში 31 წლის ნიკა რუხაძეს ეძებენ. ის მამიდასთან ფონიჭალაში აპირებდა მისვლას, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

ოჯახისთვის ნიკას გაუჩინარების მიზეზები უცნობია, ახალგაზრდას უკვე პოლიციაც ეძებს.

„14 მაისს, დაახლოებით 7 საათზე გავიდა სახლიდან, მიდიოდა მამიდასთან ფონიჭალის დასახლებაში და არ არის მისული იქამდე. მის მერე არ ჩანს, ტელეფონი გამორთული... ჩემმა მეორე ბიჭმა მითხრა, რომ დაველოდოთ, იქნებ გამოჩნდეს და მოვიდესო. ვუცადეთ, არ გამოჩნდა და განვაცხადეთ დღეს. ვთხოვ რომ მომაძებნინონ და მიშველონ, იქნებ უჭირს რამე“, - აცხადებს ნიკა რუხაძის დედა, ნატო რუხაძე.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge