ფილიპინებმა კანადიდან ელჩი ნაგვის გამო გამოიწვია

  • imedinews.ge
  • 16 მაისი 20:19

ფილიპინებმა კანადის საკონსულოდან ელჩი ნაგვის გამო გამოიწვიეს. საქმე ეხება უკანონოდ შეტანილ 69 კონტეინერ ნაგავს, რომელიც კანადურმა კომპანიებმა ფილიპინებზე 2013-2014 წლებში შეიტანეს, წერს - Reuter-ი. 

პლასტიკის ნარჩენების გარდა, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება, ფილიპინელებმა კონტეინერებში აღმოაჩინეს გაზეთები, ჰიგიენური საფენები და ბოთლები.  


კანადურმა მხარემ მანილას მოთხოვნაზე უპასუხა, რომ არ ფლობს ბერკეტებს იმისთვის, რომ კერძო კომპანიებს ფილიპინებიდან კონტეინერებით შეტანილი ნაგავი გაატანინოს. თუმცა მაისის დასაწყისში კანადამ ნაგვის გატანაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა პროცესი მაინც არ დაიწყო. 


გასულ თვეს ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე კანადას ომით დაემუქრა, იმის გამო რომ მისი ქვეყანა ნაგავსაყრელად აქცია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge