კვლევა: ბრიტანელები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე ხშირად თვრებიან

  • imedinews.ge
  • 16 მაისი 20:07

ბრიტანელები სხვა ქვეყნების წარმომადგენლებზე ხშირად თვრებიან, - ამის შესახებ ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Global Drug Survey-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

კვლევის ფარგლებში 30-ზე მეტ ქვეყანაში 120 ათასი ადამიანი გამოიკითხა. საშუალოდ, გასული წლის განმავლობაში რესპონდენტები 33-ჯერ დათვრნენ. პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, სადაც რესპონდენტი წლის განმავლობაში საშუალოდ 51-ჯერ დათვრა. რეიტინგის ლიდერებს შორის არიან აშშ (50), კანადა (48) და ავსტრალია (47).


ყველაზე დაბალი მონაცემები სამხრეთამერიკულ ქვეყნებში - ჩილეში (16) და კოლუმბიაში (22) დაფიქსირდა.


გამოკითხვის თანახმად, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით მოხმარების გამო სინანული გამოკითხულთა 20%-მა გამოთქვა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge