ანაკლიაში მანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა – დაშავებულია 7 მოზარდი

  • kvira.ge
  • 16 მაისი 19:58

ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ინფორმაციას და ფოტოს შემთხვევის ადგილიდან, ,,კვირა" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უკვე გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.
​დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge