მეტრეველი ხუხაშვილი-აბაშიძის ეთერზე: როცა ორდიპლომიანი ანალიტიკოსი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო

  • 16 მაისი 18:12

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურს ქსელში გია ხუხაშვილისა და გია აბაშიძის გუშინდელ ეთერს ეხმაურება.
 

„თურმე ორდიპლომიან ექსპერტ-ტელეწამყვანი ხუხაშვილი მარტო ამ წოდებებით არ კმაყოფილდება, როგორც ვხედავ, კაი ბიჭის სახელიც მონდომებია. მაგრამ, კაი ბიჭები, თუ ქალაქში გაუვლია ბატონ გიას, ეგრე არ უზრდელობენ. თუ ეს კაცი „მომავალზე“ (არა ბიზნეს-პოლიტიკურზე) ფიქრობს, ძალიან დუგვიანდა. კაი ბიჭობას დიდი დრო და შესაბამისი ცხოვრების წესი სჭირდება.


მე, ხუხაშვილის არც დიპლომების და არც ექსპერტობის თუ ანალიტიკოსობის შეფასებას არ ვაპირებ. ერთს კი ვურჩევ (თვითონ, ფაქტია, არ იცის ) ორდიპლომიანებიც და მით უმეტეს კარგი ბიჭებიც არ უნდა უზრდელობდნენ. საწყენია, როცა ჩემთვის პატივსაცემი „ტვ პირველს“ და დიანა ტრაპაიძის გადაცემას ასაკიანი პიონერები გვარამიას გადაცემას ამსგავსებენ.


როდესაც ტელეწამყვან-ანალიტიკოსი და თანაც ორდიპლომიანი ხარ, ფაქტებით უნდა ილაპარაკო. ტელეგადაცემაში სტუმრად მიწვეული ზრდილობიანი კაცის შეურაცხყოფა კი თუ გინდა, ისიც უნდა იცოდე, მაგისთვის სხვა ადგილი არსებობს და სხვა „სპროსიც“. - წერს ნიკოლოზ მეტრეველი საკუთარ ფეისბუკგვერდზე.


გუშინ „ტვ პირველზე“ გადაცემა „ღამის ამბებს დიანა ტრაპაიძესთან და გია ხუხაშვილთან ერთად“ ექსპერტი გია აბაშიძე სტუმრობდა.