საყოველთაო ჯვრისწერა გორში (ფოტო)

  • primetime.ge
  • 16 მაისი 16:35

გორში, სამ ტაძარში 40-მდე წყვილმა ჯვარი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაიწერეს. საყოველთაო ჯვრისწერა მეორედ ჩატარდა.

საყოველთაო ჯვრისწერის ორგანიზატორი ჩოხოსანთა კავშირი იყო, რომელიც სპეციალური აპლიკაციის შევსებით არჩევდა წყვილებს, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ჯვარი დაწერილი არ ჰქონდათ.


საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონიალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მასშტაბით წელს მესამედ იმართება. დღემდე 1000-დე წყვილმა დაიწერა ჯვარი.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge