ბრიტნი სპირსმა შესაძლოა მუსიკალური კარიერა დაასრულოს

  • imedinews.ge
  • 16 მაისი 16:04

ამერიკელმა პოპმომღერალმა ბრიტნი სპირსმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ამის შესახებ პოპვარსკვლავის მენეჯერმა ლარი რუდოლფმა განაცხადა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპირსი თებერვალში ლას-ვეგასში გრანდიოზული კონცერტის გამართვას აპირებდა, თუმცა მისი მენეჯერის თქმით, მომღერალს ამის შესაძლებლობას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს და არც ის არის გამორიცხული, რომ ბრიტნიმ მუსიკალური კარიერა დაასრულოს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge