მაია კაჭკაჭიშვილი დათუნა ლაზარიშვილზე – "ეს ტიპი არავის შვილობას არ საჭიროებს" – ვიდეო

  • sarkenews.ge
  • 16 მაისი 15:57

რამდენიმე დღის წინ მაია კაჭკაჭიშვილმა თავის შვილზე, დათუნა ლაზარიშვილზე, ფეისბუქში დაწერა:

"ეს ტიპი რომელსაც თავისი სახელი და გვარი აქვს და არავის შვილობას არ საჭიროებს ვიცი კარგად რასაც იმსახურებს მაგრამ სანამ დამადასტურებელ მასალას არ ვნახავ არაფერს ვასაჯაროებ!!! უამრავი მილოცვა მივიღეთ და უდიდესი მადლობა რომ გიყვარვართ და არ გენანებთ ჩვენთვის სიყვარული   მინდა რომ ათასმაგად დაგიბრუნდეთ გაცემული სიკეთე"


მან პოსტში დათუნა ლაზარიშვილის სიმღერა გააზიარა.


პრაიმ ტაიმის  ცნობით, ამერიკაში მაიკლ ჯექსონი შემოქმედების შესახებ გამოდის ახალი წიგნი, სადაც მსოფლიო ბავშვებიდან, ვინც ჯექსონის სიმღერები იმღერა, საუკეთესო შემსრულებლად დათუნა ლაზარიშვილი დასახელდა.


სრული ვერსიის ნახვა sarkenews.ge