საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • pia.ge
  • 16 მაისი 15:47

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 15:08 საათზე დაფიქსირდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისწქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ეპიცენტრში 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით - 15კმ-ში და სოფელი ფარავანიდან 7კმ-ში მოხდა.

მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge