სამხრეთ კორეა ახალი თაობის სამხედრო რობოტებს ქმნის

  • imedinews.ge
  • 16 მაისი 15:17

სამხრეთკორეელი ინჟინრები ახალი თაობის რობოტებს ქმნიან, რომლებიც სხვადასხვა ცხოველების მოძრაობის იმიტაციას შეძლებენ, წერს - techcult-ი.  

მეცნიერების შეფასებით, ეს გამოგონება შესაძლებელს გახდის, რომ ომებში, ბრძოლის ველზე გამარჯვება მოიპოვონ. 


პროქტი სამხრეთ კორეის თავდაცვის შესყიდვების სამმართველოს ეგიდით ხორციელდება. 


პირველ ეტაპზე მინიატურულ მფრინავ და მცურავ რობოტებს დაამზადებენ. რომლებიც დაზვერვით მისიას შეასრულებენ. ამის გარდა ბიორობოტები სტიქიის დროს სამძებრო-სამაშველო ოპერაციებშიც მიიღებენ მონაწილეობას. 


გამოცემის ცნობით. სამხრეთ კორეის არმიის ბიორობოტებით აღჭურვა ცოცხალი ძალის შემცირებას ემსახურება. ჯარში ახალგაზრები 21 წლის ასაკში მიდიან. სამხედრო სამსახურის ვადა 24 თვეა.


ბოლო მონაცემებით სამხრეთ კორეის არმიაში 600 000 სამხედრომოსამსახურეა, ხოლო 3,1 მილიონი რეზერვშია. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge